• მათემატიკა დგას სილამაზის უკან და სილამაზე არის მათემატიკაში.
• არაფერია უფრო საამო სანახავი,ვიდრე ის რომ სილამაზე ყვავილობს ქალში,ყვავილში,ქვაში და რასაკვირველია მათემატიკაში,ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ აღარავის შეეპარება ეჭვი იმაში ,რომ მათემატიკა მართლაც სამყაროს მშვენიერების პირველსახეა.
четверг, 18 апреля 2019 г.
воскресенье, 14 апреля 2019 г.
• მათემატიკა არის ის,რისი მეშვეობითაც ადამიანი ბუნებასა და თავის თავს მართავს
სამყარო,რომელშიც
ჩვენ ვარსებობთ აღსავსეა საოცრებებით,სწორედ ამ საოცრებებით აღსავსე სამყაროსაგან ყოველდღიურად
მდიდრდება ადამიანი ახალი,ზოგჯერ გასაოცარი ცოდნით,უკვე ჩვეულ საგნებსა და მოვლენებზე
ახლებურ ხედვასაც ,როგორც წესია მოაქვს აღმოჩენის ტოლფასი შედეგი.
კაცობრიობის უდიდესი
მოაზროვნეები ცდილობდნენ გაეაზრებინათ გარემომცველი სამყაროს საყოველთაო ჰარმონიის
ფენომენი.ყველაზე არგუმენტირებულია მათემატიკოსების შეხედულებები.მათ ეს ფენომენი რიცხვების ენით გამოხატეს.ამ რიცხვების
მიმდევრობას უწოდეს ღვთაებრივი პროპორცია ანუ ოქროს კვეთა,რომლის აღმოჩენაც ფიბონაჩის
სახელს უკავშირდება.
ოქროს კვეთა
-სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა,ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა
ფორმულაა.
ოქროს კვეთის
პროპორციებს მივყავართ არა მხოლოდ მათემატიკურ რიცხვებამდე ,არამედ სამყაროს საწყისებამდე,ის
აღმოჩენილია ბუნებასა და ადმიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.რაც ფიბონაჩიმ ეს მიმდევრობა
აღმოაჩინა,აღმოჩენილი იქნა ბუნების მოვლენები,რომლებშიც ეს მომდევრობა მნიშვნელოვან
როლს თამაშობს.
ოქროს კვეთა
არის მათემატიკისა და ღვთაებრივის შერწყმა ერთმანეთთან.
მოაზროვნე ადამიანის
თვალი სამყაროს ,გარშემო მყოფ ნივთიერებებს ,ცოცხალ არსებებს გამოარჩევს ფერით,ფორმით,ესა
თუ ის ფორმა ,რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.
რა არის სილამაზე?
სილამაზე-ესთეთიკური
კატეგორიაა,რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას,ობიექტის ან აპექტის ჰარმონიულ შეხამებას,მისი
აბსოლიტური ხარისხია შესანიშნაობა.
სილამაზე- ინდივიდუალურად
აღქმადია ყველა ჩვენთაგანისათვის.სილამაზე პირობითია,იგი წარმავალია.
ადამიანებს სხვადასხვაგვარი
შეხედულება აქვთ სილამაზეზე,სილამაზე არის ის,რომელსაც ვაკრავთ აღსაწერ საგანს ან მოვლენას,ეფუძვნება
კულტურული და პირადი შეხედულებების კომბინაციას.პირობითად ეს სილამაზის სუბიექტური
აღქმაა.სუბიექტური სილამაზის გარდა არსებობს ობიექტური სილამაზე,რომლის უკანაც დგას
მათემატიკა.სილამაზის უკან მათემატიკური ფორმულები დგას და სილამაზის აღწერა მათემატიკის
ენითაა შესაძლებელი.
რა არის სილამაზე?
ადამიანები სილამაზეში
გულისხმობენ სიმეტრიულობას ,პროპორციულობას,მუსიკალურობასა და ჰარმონიულობას.
ძველთაგანვე ფსიქოლოგები
აღნიშნავდნენ ესთეტიურ მოთხოვნილებას ადამიანში და ამბობდნენ ადამიანი ბუნებით სილამაზისაკენ
მიისწრაფვისო,იუნგი ამას სილამაზის არქეტიპს უწოდებს და ამბობს სილამაზის შესახებ არაცნობიერად
ყველა ადამიანს აქვს ერთი და იგივე წარმოდგენა.ცნობილი ფსიქოლოგი როლო მეი თავის წიგნში,,კრეატიულობისაკენ
მისწრაფება“წერს,რომ ეს ესთეტიკური მოთხოვნილება უდევს საფუძვლად მეცნიერულ აღმოჩენებს.
პრეზენტაცია,,ყვავილები და ფიბონაჩის სპირალი"
https://docs.google.com/presentation/d/1uQ0ZPOoZbTOP4vP46s9DdzvwiZX3HxxQl48HM16bZIc/edit?usp=sharing
პრეზენტაცია,,ფიბონაჩის რიცხვები ყვავილებში"
https://docs.google.com/presentation/d/1nu3Pw66ww6ZVMav6xVr_JQ72Nj-V5l0wa9Yo84QM7WQ/edit?usp=sharing
პრეზენტაცია,,ბუნება და ოქროს სპირალი"
https://docs.google.com/presentation/d/1nu3Pw66ww6ZVMav6xVr_JQ72Nj-V5l0wa9Yo84QM7WQ/edit?usp=sharing
პრეზენტაცია,,ადამიანი და ოქროს სპირალი"
https://docs.google.com/presentation/d/1nu3Pw66ww6ZVMav6xVr_JQ72Nj-V5l0wa9Yo84QM7WQ/edit?usp=sharing
გეგმა კონსპექტი ,,ღვთაებრივი პროპორცია"
https://docs.google.com/document/d/1RSDK0kRx6928MOGIw2BExdvbeQDdRG5oUDqTWPiEv1E/edit?usp=sharing
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა,,მათემატიკა გახლავთ ენა ,რომელზეც დაწერილია ბუნების წიგნი"./გალილეო გალილეი/
https://docs.google.com/document/d/1p0xAXiwlE6Roo5ehMbHAtSs9iKWxko2u2PZKqhjJAak/edit?usp=sharing
პრეზენტაცია,,ადამიანის ხელი და ოქროს კვეთა"
https://docs.google.com/presentation/d/1C26585f3EvcA9FhBNyZNbelmCgeHQsgYabHMB1CvJN4/edit?usp=sharing
ამოცანები პროპორციაზე
https://docs.google.com/presentation/d/11cEU3iBKV76T8GbLWFT6Yr61StdiOtrfjDzd3sSy9Ew/edit?usp=sharing
Подписаться на:
Сообщения (Atom)